როგორც იცით, Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავმა, 21 წლის მილიარდერმა კაილი ჯენერმა, კოსმეტიკური ხაზის შემდეგ, საკუთარი ბრენდის კანის მოვლის საშუალებები გამოუშვა, რომელსაც სოციალური ქსელების საშუალებით რეკლამას ყოველდღიურად უკეთებს. როგორც იცით ვარკვლავი ამჟამად Turks and Caicos-ის კუნძულებზე იმყოფება მეგობრებთან ერთად, ამჯერად მან ინსტაგრამზე ახალი ფოტოები განათავსა, სადაც ყვითელი საცურაო კოსტიუმი აცვია, წარწერით KYLIESKIN x swim mint.