25 წლის მომღერალი, დუა ლიპა ლოს-ანჯელესში გამართულ ცერემონიალს American Music Awards-ს იგივე AMA-ის დაესწრო. მომღერალი ფანებს მისი გემოვნებიანი იმიჯით იმედებს არასოდეს უცრუებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის გემოვნებიანი, თუმცა ამავდროულად განსხვავებული და ორიგინალური იმიჯით წარსდგა.
მომღერალმა თეთრი, მოკლე, გამოყვანილი კაბა მოირგო, რომელიც გაფორმებული იყო სხვადასხვა ფერადი და ძვირფასი ქვებით შექმნილი ზღვის ვარსკვლავებით. იმიჯს მან ოქროს აქსესუარები და ვერცხლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.