აგვისტოს თვეში მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მსოფლიოს მერვე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Folklore წარუდგინა, რომელშიც 16 სინგლი გააერთიანა. მუსიკა Youtube-ზე ალბომის გამოსვლის დღიდანვეა ხელმისაწვდომი. ახალმა სინგლებმა ფანების გულების მოგება მალევე შეძლო და ალბომმა უდიდეს წარმატებას მიაღწია. გამოსვლისთანავე ტეილორი აცხადებდა, რომ ეს ალბომი მან კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნა, როდესაც სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა მან გაამხილა, რომ Folklore-ის შექმნის ისტორიაზე მსმენელი ფილმს სულ მალე იხილავს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფილმის „ტრეილერი“ საიდანაც ალბომის შესახებ მცირე ინფორმაციის მიღება უკვე შეგვიძლია. „ ეს ალბომი ყველაზე ბნელ დროს დავწერე, როდესაც ნორმალური იქნებოდა სახლში გამოკეტილს ჭკუა დამეკარგა, თუმცა ამის მაგივრად ეს სიმღერები ჩემი გადამრჩენელი გახდა. ეს ალბომი გაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა გრძნობები განიცადო, ეს თვითიზოლაციაში შექმნილი პროდუქტია.“- აცხადებს მომღერალი.