OK! HEALTH
#OK! რიზ უიზერსპუნი ცხოვრების ჯანსაღი წესით კორონავირუსის წინააღმდეგ: 44 წლის ვარსკვლავი ლოს ანჯელესის ქუჩებში ვარჯიშობს
#OK! რიზ უიზერსპუნი ცხოვრების ჯანსაღი წესით კორონავირუსის წინააღმდეგ: 44 წლის ვარსკვლავი ლოს ანჯელესის ქუჩებში ვარჯიშობს
კატეგორიის სხვა სიახლეები

გადავწყვიტეთ აპრილის ნომერში ჟურნალ OK!-ის მკითხველისთვის დეტალურად გაგვეცნო ის პროცედურები, რომლებსაც თანამედროვე კოსმეტიკური მედიცინა სთავაზობს პაციენტებს, ამიტომ ექიმ-კოსმეტოლოგ ვერა თოფურიას ვეწვიეთ „დავით ტატიშვილის კლინიკაში“. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ DR. VERA სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში უკვე 5 წელია საქმიანობს. იგი აქტიურადაა ჩართული ტრენინგებში, სემინარებსა და კონგრესებში, სადაც რეგულარულად ეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიებს; ახალ, პრემიუმხარისხის პრეპარატებს; კანის, თმისა და სხეულის მოვლა-გაჯანსაღების მეთოდებს, რაც, თავის მხრივ, DR.VERA-ს „კოსმეტოლოგიურ კაბინეტს“ უნიკალურობას სძენს.

ვერა, რამ გიბიძგათ პერსონალური კოსმეტოლოგიური კაბინეტის შექმნისკენ?
ჩემი საქმიანობა სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში 5 წლის წინ დაიწყო. საკუთარი კოსმეტოლოგიური კაბინეტის ჩამოყალიბება განაპირობა ესთეტიკური მედიცინის დიდმა სიყვარულმა. ჩემთვის კოსმეტოლოგია არ არის უბრალოდ სამსახური − ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა. ვფიქრობ, პაციენტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება უნიკალურად აქცევს ჩემს კოსმეტოლოგიურ კაბინეტს. ზედმიწევნით ვეკიდები თითოეულ დეტალს.

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?

მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს: კონტურული პლასტიკა, პლაზმოლიფტინგი, სახის ზედაპირული და ღრმა გაწმენდა, ბიორევიტალიზაცია, ბოტულინოთერაპია, აკნეს მკურნალობა, ლიპოსაქცია და ა.შ. საყურადღებოა, რომ 18-დან 65 წლამდე განსაკუთრებით ეფექტური და საჭიროა თავის მოვლა, რაშიც მოიაზრება როგორც სახის, ასევე თმისა და სხეულის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავების პროცედურები.

შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ემსახურება ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაცია კანის გაახალგაზრდავების მეთოდია, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული ბიოპრეპარატები კანის ეპიდერმისის შუა შრეში შეგვყავს. ამ დროს უჯრედი „ტყუვდება“, მას აღიქვამს საკუთარ ჰიალურონად და იწყებს კოლაგენის სინთეზს. ბიორევიტალიზაცია ემსახურება კანის სტრუქტურის შენარჩუნებასა და დატენიანებას.

პლაზმოლიფტინგი ახსენეთ...

პლაზმოლიფტინგი არის კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური, მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს მიღებულ შედეგს. იგი მიმართულია კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივი პროცესების აქტივაციისკენ. პლაზმოლიფტინგის დროს ვიღებთ პაციენტის ვენურ სისხლს, ვყოფთ ცენტრიფუგით და პლაზმა შეგვყავს, რაც ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. პროცედურის საშუალებით მიიღწევა უჯრედების სტიმულაცია. აქვე დავსძენ, რომ პლაზმოლიფტინგს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და მას აკნეს მკურნალობის დროსაც იყენებენ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონტურული პლასტიკა ძალიან პოპულარული გახდა...

კონტურული პლასტიკა სახისა და სხეულის ასაკობრივი და პოსტტრავმული დეფექტების კორექციაა დერმატოლოგიური ფილერების ინიექციის გზით. პროცედურისთვის გამოიყენება სხვადასხვა მახასიათებლისა და შემადგენლობის მქონე პრეპარატები, ემსახურება კანის ზედაპირის გასწორებას, მოცულობის აღდგენას ან მომატებას. კონტურულ პლასტიკაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა ადამიანთა სურვილმა, საკუთარი თავი მრავალი რაკურსით შეიცნონ. უსისხლო პლასტიკა კი საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევაში. მოგეხსენებათ, ფილერებით მიღებული შედეგი (იქნება ეს ცხვირის თუ ტუჩის კორექცია, ან სახის მოდელირება) მუდმივი არ არის. პაციენტს საშუალება აქვს დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას ან სცადოს რაიმე ექსპერიმენტული.

 

 



საინტერესოა, როგორ წარიმართება პროცედურისთვის მზადება და როგორია პოსტპროცედურული პერიოდი.

უპირველესად, ვავსებთ ანამნეზს: ვამოწმებთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვითვალისწინებთ მის ასაკს. პაციენტის ტექნიკური შეფასების შემდეგ, ვსახავთ მიზანს და ვაცნობთ მას მიზნის მიღწევის მეთოდიკას. შედეგთან დაკავშირებით, გადაჭარბებულ მოლოდინს პაციენტს არასდროს ვუქმნი. იმის მიუხედავად, რომ პროცედურას არ სდევს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი, პოსტპროცედურული კონსულტაცია მაინც აუცილებელია.

რომელ თანამედროვე ხერხს მიმართავთ არასასურველ თმასთან ბრძოლისას?

პაციენტებს ვთავაზობთ ეპილაციას სამსხივიანი ლაზერით, რომლის სიმძლავრესა და ეფექტურობას განაპირობებს ალექსანდრიტის, დიოდისა და ნეოდიმის სხივების სინთეზი. პროცედურა ტარდება ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური გერმანული აპარატით. ჭარბ თმასთან ბრძოლის დაწყებამდე, აუცილებელია დავადგინოთ გამომწვევი მიზეზი. ვინაიდან „დავით ტატიშვილის კლინიკა“ აერთიანებს მრავალ სამედიცინო კაბინეტს, საშუალება მაქვს პაციენტი გადავამისამართო გამოკვლევებზე.

„სწავლა სიბერემდეო“, ნათქვამია. ეს ფრაზა, ალბათ, ყველაზე აქტუალური ექიმებისა და კოსმეტოლოგებისთვისაა...

რა თქმა უნდა, მუდმივად ვიმაღლებთ კვალიფიკაციას. პირადად მე ვესწრები მაღალი დონის კონგრესებს, სემინარებსა და ტრენინგებს. უცხოელი სპეციალისტები გვიზიარებენ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის მიღწევებს და გვასწავლიან, როგორ უნდა დავნერგოთ ის ჩვენს კაბინეტებში.


FB: Dr. vera.
ტელ: 555101612
მის: დ. ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი. ზურაბ ანჯაფარიძის 2 ( ყოფილი სანდრო ეულის 7)

01:06 / 03.04.2020
მეტი

...

რადიო NRJ FM104.7

სიახლეების გამოწერა

OK!-ს ტოპ სიახლეები

სახელი:

ელ-ფოსტა: