OK! HEALTH
#OK! ჩემგან, როგორც 60 წლის ექიმისგან, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, აი რა მინდა იცოდეთ
#OK! ჩემგან, როგორც 60 წლის ექიმისგან, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, აი რა მინდა იცოდეთ
კატეგორიის სხვა სიახლეები

...



 


ჩვენ გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევიან და ასაკის მატება მათ ვერაფერს აკლებს. ერთ-ერთი მათგანი მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავაა, რომლის გარეგნობაც მუდამ ინტერესის ობიექტია. თუ როგორია მისი თავის მოვლის ყოველდღიური პროცედურები და რუტინა, ია თავად გვიამბობს.

როგორ იწყება თქვენი დილის ყოველდღიური პროცედურები?
დილით რომ ვიღვიძებ, აუცილებლად ვსვამ ჭიქა წყალს, შემდეგ ვსაუზმობ – მივირთმევ ჰერკულესს, რომელიც იხარშება წყალზე. ამის შემდეგ ვსვამ ძალიან ძლიერ ყავას და ვიტამინებს, რათა ენერგიულად დავიწყო დილა.

რამდენად აქტიურად ვარჯიშობთ?
დილის პროცედურების შემდეგ აუცილებლად ვიწყებ ვარჯიშს, რომელიც მოიცავს ტრენაჟორზე სწრაფ სიარულს ერთი საათის განმავლობაში, რა დროსაც ძალიან ბევრ წყალს ვსვამ. ამის შემდეგ, ვიღებ შხაპს და სახეზე ვისვამ Germaine Capuccini-ის ნიღაბს, რომელიც არის სხვადასხვა ტიპის და ვარჩევ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება კონკრეტულ მომენტში ჩემს კანს. ამის შემდეგ აუცილებლად ვისვამ Germaine Capuccini-ს საცხს, Premier-ს, ხოლო ყველა ამ პროცედურის შემდეგ მივდივარ ჩემს საქმეებზე.

ყოველდღე ვცდილობ სალონში მივიდე და გავიკეთო რაიმე, მაგალითად, თმა, წარბი, ფრჩხილი ან პედიკიური, რადგან ეს პროცესი ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

 



როგორია თქვენი კვების რაციონი?
დღის განმავლობაში ბოთლით წყალი მუდამ თან დამაქვს. ექვს საათზე საბოლოოდ ვიკვებები და ამით ვასრულებ დღის კვებას. თუ მომშივდება, ვსვამ ჩაის ლიმონით და თაფლით.

რომელ სუნამოს იყენებთ ყველაზე ხშირად?
ოცდახუთი წელია, მხოლოდ ერთ სუნამოს ვიყენებ და ეს არის Sisley, რომელსაც არასოდეს ვღალატობ.

თქვენი გადმოსახედიდან, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოვლილი ადამიანი?
მოვლილი მამაკაცი და ქალბატონი უპირველესად არის გამოძინებული. მისი სხეული უნდა იყოს მოვლილი, ნავარჯიშევი. არ უნდა იყოს გაუწყლოვანებული. უნდა გამოიყურებოდეს სუფთად, იცავდეს ჰიგიენის ნორმებს და კარგი სურნელი ასდიოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ფრჩხილი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს.

 

17:51 / 02.07.2020
მეტი

...

...

რადიო NRJ FM104.7

სიახლეების გამოწერა

OK!-ს ტოპ სიახლეები

სახელი:

ელ-ფოსტა: