39 წლის მომღერალი და ჯგუფ Pussycat Dolls-ის ერთ-ერთი წევრი ეშლი რობერტსი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. მის სტილი უამრავი ადამიანისთვის მისაბაძია, ზოგისთვის კი ინსპირაციის წყაროა. პაპარაცების ობიექტივში მოხვედრისას ის მუდამ შეუდარებლად გამოიყურება და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა.
მომღერალმა არჩევანი შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილ სამოსზე შეაჩერა. მას ფორთოხლისფერი ორელი ეცვა, რომელსაც გველის ტყავის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თეთრი ჩანთა შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი ეშლიმ ბრენდ Nasty Gal-ის 160 ფუნტის ღირებულების, ყავისფერი „თრენჩი“ იგივე პალტო შეარჩია.