სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდი“ ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან წარმატებით აპელირებს. საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და მიზნად ისახავს მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი და გემრიელი ქართული და იმპორტირებული პროდუქციის შეთავაზებასა და ადგილობრივი აგრობიზნესის განვითარებას. „აგრო ფუდ ტრეიდის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ციცხვაია OK! - ს კომპანიის წარმატების ფორმულის და ყველა იმ საინტერესო დეტალის შესახებ ესაუბრა, რომელმაც „აგრო ფუდ ტრეიდი“ წლების განმავლობაში ლიდერად ჩამოაყალიბა თავის სფეროში.
როგორც ცნობილია, „აგრო ფუდ ტრეიდი“ საკუთარ ბრენდებს წარმოადგენს... გვიამბეთ მრავალფეროვანი ასორტიმენტის შესახებ, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
ჩვენი კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 2013 წლიდან. საქმიანობის სფერო მოიცავს ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტისთვის ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიის, და ბრენდირებული პროდუქციის არასტანდარტული პრინციპით მიწოდებას.
თითოეული პარტნიორი ქსელი კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია თანამედროვე, ბრენდირებული, პრაქტიკული სავაჭრო დახლებით, რომლებშიც განთავსებულია კომპანიის მრავალფეროვანი ასორტიმენტი - თხილეული, ჩირეული, მარცვლეული, ბურღულეული, სუნელები. სწორედ იქიდან ხდება მათი უშუალო რეალიზება.
კომპანიის ბრენდებია: „აგროფაი“ , „სასარგებლო პროდუქტი“ , „აგრობოქსი“.
მოგეხსენებათ , ქვეყანაში ჩირის დამზადების კულტურა ოდითგანვე ცნობილია, ხოლო დასავლეთ საქართველოს თხილის წარმოების საუკუნოვანი ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, სეზონურად ბაზარზე სხვადასხვა მეურნეობის ათობით დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, დაფასოებულ ნედლეულზე მოთხოვნა მუდმივად მაღალი და თანაც მზარდია. კომპანიამ დეტალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, მოცემული ხაზის განვითარებაში სერიოზული წვლილი შეგვეტანა. შევქმენით ახალი ქართული ბრენდი „აგროფაი“, რომლისათვის 1 500 000 ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა.
ჩვენ! საქართველოში პირველად! მომხმარებელს ჩირეულისა და თხილეულის 40-მდე სხვადასხვა სახეობა შევთავაზეთ. უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტის გარდა, „აგროფაის“ გამოარჩევს ნედლეულის უმაღლესი ხარისხი, ჩირად ქცევისა და გამოშრობის ყველა წესის დაცვით პროდუქციის წარმოება, რაც უზრუნველყოფს ხილისა და თხილის ყველა სასარგებლო თვისების შენარჩუნებას.
უმნიშვნელოვანესი და განმასხვავებელია მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ტრიპლექსური შეფუთვა, რომელიც იცავს პროდუქტს მავნე სხივების ზემოქმედებისაგან და მასში გამოყენებული აირი გამორიცხავს ლპობისა და დაჟანგვის პროცესის განვითარებას.
"აგროფაის" ასორტიმენტში წამოდგენილია ქართული და იმპორტირებული უმაღელსი ხარისხის პროდუქცია. „აგრო ფუდ ტრეიდი“ ზრუნავს ქართული ხაზის განვითარებაზე, ძალიან მალე კომპანიას ექნება საკუთარი ქართული ჩირის საწარმო და ეტაპობრივად შესაძლებელი გახდება იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება.
„აგროფაი“ აერთიანებს ქართული სუნელების 5 სახეობას, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ეროვნული და მსოფლიო კულინარია.
პატარებისა და მოზარდებისათვის, ჩირეულთან და თხილეულთან ერთად განსაკუთრებით საყვარელია „აგროფაის“ ტყლაპები.
უახლოეს მომავალში იგეგმება ტყლაპისა და სუნელების ხაზის ექსპორტზე გადატანა. „აგროფაის“ ქართულ ბაზარზე წარდგენით, მომხმარებელს გაუჩნდა შესაძლებლობა შეიძინოს არათუ საეჭვო წარმომავლობის ჩირეული და თხილეული, არამედ ყველა სტანდარტის დაცვით წარმოებული მრავალფეროვანი ასორტიმენტის, მათ შორის ეგზოტიკური ხილისა და თხილისაგან დამზადებული სასარგებლო და უგემრიელესი, პროდუქტი.
„აგრობოქსი“ ჩირეულისა და თხილეულის 45 უგემრიელეს სახეობას აერთიანებს. პროდუქცია მოთავსებულია ეკონომიურ, კომფორტულ და დაცულ შეფუთვაში, რომელიც უზრუნველყოფს შენარჩუნებულ იქნას ნედლეულის ყველა სასარგებლო თვისება. ამრიგად მომხმარებელს საშუალება აქვს ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
„აგრო ფუდ ტრეიდი“ მუდმივად ცდილობს მომხარებელს და პარტნიორებს შესთავაზოს სიახლეები. ერთ-ერთი ახალი წამოწყება არის „აგრო ბოქსის“ სპეციალური პროექტი, რომლის ფარგლებში პარტნიორ კომპანიებს საშუალება აქვთ, საკუთარი ბრენდირებით, მიაწოდონ მომხარებელს ეკონომიური და კომფორტული შეფუთვით, ჩირეულის და თხილეულის სხვადასხვა სახეობა. დღეისათვის აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სუპერმარკეტ „ნიკორას“ ქსელთან.
„აგრო ფუდ ტეიდი“ მუდმივად აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და განვითარებას, ჯანმრთელობისათვის საჭირო და აუციელბელი პროდუქციის ასორტიმენტის მიწოდებას მომხმარებლისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე 2019 წელს, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული აქტიური სამუშაოების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და შეიქმნა ჩვენი ბრენდის აგროფაის ასორტიმენტში - სასარგებლო პროდუქტის ხაზი. სიახლის შეთავაზებას მოხმარებელის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყოველდღიურად მზარდი ხდება მოთხოვნა და აქედან გამომდინარე იგეგმება პროექტის უფრო მეტად განვითარება და ასორტიმენტის გაზრდა.
სად არის წარმოდგენილი „აგრო ფუდ ტრეიდის“ პროდუქცია ?
დღეისათვის კომპანიის მრავალფეროვანი ასორტიმენტი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტში და არამარტო. უმთვარესი პრიორიტეტია შეიქმნას მომარაგების საიმედო, ოპერატიული და უწყვეტი ჯაჭვი, სოფლის სხვადასხვა ტიპის მეუნეობიდან სუპერმარკეტების ქსელებამდე და უშუალოდ მომხმარებლამდე.
აუცილებელია თითოეული ნაბიჯი გათვლილი იყოს გრძელვადიან ურთიერთობაზე. შესაბამისად, ჩამოყალიბდეს ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობები თითოეულ პარტნიორთან და მომწოდებელთან.
ჩვენი პარტნიორები არიან: „აგროჰაბი“, „გუდვილი“, „კარფური“, „ნიკორა“, „უნივერსამი“, „ფრესკო“, „ევროპროდუქტი“, „ლიდერფუდი“, „სმარტი“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „ჯიბე“, „ვეი მარტი“, „მაგნიტი“, „მეინ მარტი“, „ზღაპარი“, „სოკარი“, „პსპ“, „კავეა“, „შერატონ გრანდ მეტეხი თბილისი პალასი“ და სხვა.
როგორია გუნდი, რომელიც კომპანიის წარმატების უკან დგას ?
კომპანიის წარმატება ხანგრძლივი, დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის პროფესიონალებით. დღეისათვის დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი. გამოცდილ კადრებთან ერთად აქცენტი კეთდება ახალგაზრდებზე, რომელთაც ეძლევათ საშუალება პროფესიონალური განვითარების და კარიერული ზრდის. კომპანიის დახლებს ემსახურება მაღალკვალიფიციური და დატრენინგებული პერსონალი, რომელიც მზად არის მომხმარებელს გააცნოს ინფორმაცია პროდუქციის მახასიათებლების, სასარგებლო თვისებების, წარმომავლობის, შენახვისა და გამოყენების ვადების შესახებ.
რამდენად დიდი გამოწვევაა პროდუქციის სასარგებლო თვისებებისა და ხარისხის შენარჩუნება წარმოებაში?
„აგრო ფუდ ტრეიდის“ სასაწყობე მეურნეობა მოიცავს 2000 კვმ-ის ფართობს. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ტერიტორიაზე სრულად დაცულია ჰიგიენური ნორმები, ყოველკვირეულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. საწყობში განთავსებულია ჰიგრომეტრები, რომლებიც არეგულირებს ტენიანობას. პროდუქციის გემოვნური თვისებებისა და ხარისხის შესანარჩუნებლად მიმდინარეობს ტემპერატურული კონტროლი. საწყობში დასაქმებულთა ეკიპირება და აღჭურვილობა აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტების ნორმებს. კომპანიას გააჩნია საკუთარი ხარისხის კონტროლის სამსახური, ასევე ემსახურება საერთაშორისო ლიდერი კომპანია. ყოველთვიურად ხდება სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისობის სერტიფიკატის განახლება. ასევე რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და იგეგმება ISO-ს სტანდარტის დანერგვა.
როგორ ფიქრობთ, დარგის სასარგებლო სპეციფიკის გარდა, რა გამოარჩევს კომპანიას ბაზარზე?
„აგრო ფუდ ტრეიდის“ სწორი ლოგისტიკური დაგეგმარება გამოარჩევს კომპანიას და განაპირობებს მის წარმატებას. დადგენილი სტრატეგიით ეფექტურად და სრულყოფილად ხდება სადისტრიბუციო ქსელის, სასაწყობე და სამეურნეო პროცესების მართვა. კომპაანიის სადისტრიბუციო ხაზი უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს პარტნიორი ქსელების პროდუქციით დროულ მომარაგებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მუდმივად მიმდინარეობს პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება არსებული სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
კომპანიის ავტოპარკში წარმოდგენილია 20-მდე სადისტიბუციო სხვადასხვა ტვირთამწეობის ავტომობილი, რომელთა ტექნიკური გამართულობის, სათანადო აღჭურვის და დეზინფექციის უზრუნველყოფა ხდება შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით.
„აგრო ფუდ ტრეიდი“ ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება, ფართოვდება პარტნიორთა ქსელი და პორტფოლიო, რაც ხანგრძლივი და სწორი მუშაობის შედეგია. დღეისათვის წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა მსოფლიოს 20 უდიდეს იმპორტიორ ქვეყანასთან, როგორებიც არიან: აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, თურქეთი, უზბეკეთი და ა.შ. , ასევე ადგილობრივ 25 მსხვილ ფერმერთან.
კომპანია ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული აგრობიზნესის განვითარებაში, ამ სფეროში უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში, რის შედეგადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 500-მდე ოჯახს გაუჩნდა დამატებითი და სტაბილური შემოსავალი.
პროდქუციის შესაძენად, მოქმედებს თუ არა ადგილზე მიწოდების სერვისი?
„აგრო ფუდ ტრეიდი“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და დააკმაყოფილოს არსებული მოთხოვნები. მიმდინარე წლის აგვისტოდან კომპანია მოსახლეობას სთავაზობს სრულად მათ ინტერესებზე მორგებულ, სტრუქტურულად გამართულ და ხარისხიან ადგილზე მიწოდების სერვისს - „ჩემი მარაგი“.
მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი და გემრიელი პროდუქცია სასურველ ადგილზე, უპრეცედენტოდ ხელმისაწვდომ ფასად, ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე. სერვისი მოქმედებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მასშტაბით.
ჩემი მარაგის ასორტიმენტში წარმოდგენილია უგემრიელესი, ჯანსაღი და ახალი სხვადასხვა სახეობის პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი ასაკის მომხარებელს აკმაყოფილებს.
ჩვენი მედია ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში კავშირზეა მომხმარებელთან, ოპერატიულად ხდება სასურველი ინფორმაციის გაცნობა, შეკვეთების მიღება და პროდუქციის მიწოდება სასურველ ადგილას, უმოკლეს დროში. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ადგილზე მიწოდების სერვისის ასორტიმენტის გაზრდას და მომხმარებლისთვის შეთავაზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რას ეტყოდით „აგრო ფუდ ტრეიდის“ მომხარებლებს?
მინდა, კომპანიის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ მოხმარებელს, მათთან ერთად ჩვენს თანამშრომლებსა და პარტნიორებს. ერთობლივი ძალისხმევით იმ შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რომელიც „აგრო ფუდ ტრეიდის“ წარმატებას ყოველ ჯერზე განსაზღვრავს.