33 წლის კანადელმა მსახიობმა ელიოტ ბეიჯმა რამდენიმე საათის წინ საზოგადოებას განუცხადა, რომ ტრანსგენდერია, საკუთარი სახელი შეიცვალა და ადამიანებს მოუწოდა მისი ხსენების დროს სიტყვები He/They გამოიყენონ. შემსრულებელს მაყურებელი კარგად იცნობს ფილმიდან Juno, რომელში შესრულებული როლისთვის მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული. ელიოტმა სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტით მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა თნადგომისთვის და მხარდაჭერა გამოუცხადა ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი არიან და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა.