შეგახსენებთ,რომ 25 წლის ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მისი მეგობარი მამაკაცი, 27 წლის ინგლისელი მომღერალი ზეინ მალიკი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ვარსკვლავურ წყვილს გოგონა შეეძინა. ჯიჯი და ზეინი ბავშვზე ზრუნვის გამო სოციალურ მედიაში ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან, თუმცა ჯიჯის დედა, გამომწერებს სიახლეებს მუდმივად უზიარებს. 56 წლის ამერიკელი მოდელი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის შვილიშვილთან ერთადაა: "გულში უამრავი სიყვარული და სიხარული სუფევს ამ პატარა ანგელოზისთვის, რომელიც ჩვენ მოგვევლინა. მადლობა მის დედიკოს და მამიკოს, რომ ბებიად ყოფნის ბედნიერება მომანიჭეს."