ბრიუს უილისისა და დემი მურის უფროსი ქალიშვილი - რუმერი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მხოლოდ მშობლების წარმატების ფონზე იყო საზოგადოებისთვის თვალშისაცემი, დღეს კი, 32 წლის მსახიობმა დამოუკიდებლად მიაღწია საზოგადოების ინტერესს, რომელსაც პაპარაცების მიერ რამდენიმე საათის წინ გადაღებულმა კადრებმა კიდევ უფრო მეტი მიზეზი შესძინა. ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ონლაინ მომხმარებლები ხაზს უსვამენ დედა-შვილის მსგავსებას, Elle-ის ცნობილმა გამოცემამ კი, მისი სხეული სამოდელო საქმიანობისთვისაც იდეალურად შეაფასა.