50 წლის მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა People's choice award-ის დაჯილდოებაზე People’s Icon Award-ის ჯილდო მოიპოვა.
ჯილდოს აღების შემდეგ მან ემოციური სიტყვა წარმოთქვა და მადლობა გადაუხადა ფანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მის ფილმებს უყურებდნენ.
მსახიობს არც სერიალი Friends გამორჩა და თქვა, რომ ეს სერიალი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი.
„ თუ მე ვარ ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახე, ეს მხოლოდ იმიტომ რომ მე ვთამაშობდი ყველაზე მაგარ სერიალში, ყველაზე მაგარი მსახიობებით და ყველაზე მაგარი ვარცხნილობით. სერიალი Friends მართლაც საჩუქარი იყო ჩემთვის და ამ ფანტასტიური შოუს გარეშე ახლა აქ არ ვიდგებოდი. ამ შოუმ გამიკვლია გზა ყველაფრისკენ რაც მას შემდეგ გავაკეთე.“