სელენა გომესის ტრიუმფალურმა დაბრუნებამ მსოფლიო შოუ-ბიზნესში ყველას ყურადღება მიიპყრო. გოგონა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და საავადმყოფოში გარკვეულ პროცედურებსაც გადიოდა, უკვე მზად არის რომ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, რასაც მისი ორი ახალი ვიდეოკლიპიც მოწმობს.
თუმცა განცდილი დრამა, რომელიც ჯასტინ ბიბერს უკავშირდება, ჯერაც რომ აქტუალურია მისი ერთ-ერთი სიმღერა "Lose you to love me-იც" - მოწმობს, რადგან შინაარსიდან გამომდინარე რთული არ არის ადრესატის იდენტიფიცირება.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რამდენიმე დღის წინ Youtube-ის ერთ-ერთმა ცნობილმა ვლოგერმა, რომელიც AnDyWuMUSICLAND-ის პროფილით არის დარეგისტრირებული, სცადა აღნიშნული სიმღერა ჯასტინის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებულ მელოდიასთან - Sorry- გაერთიანებინა და ე.წ. კოლაბორაციული ვიდეო იუთუბზე განათავსა. ყველასგან მოულოდნელად, მისმა ემოციურმა რემიქსმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ვიდეოს რამდენიმე დღეში 3.5 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს, რაც მსგავსი ტიპის "ხელოვნური" დუეტისთვის რეკორდული მაჩვენებელიც კია.