კიმ კარდაშიანმა ცოტა ხნის წინ Vogue-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებს დღეში ერთ საათსაც არ უთმობს, რაც ბუნებრივია იმ ფაქტს, რომ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ პოსტში მისი უამრავი შეცდომა დაუშვა, უკვე ზედმეტად თვალშისაცემი აღმოჩნდა.
პოსტი კიმისა და კანიე უესტის ქორწილს ეხებოდა, რომელიც ხუთი წლის წინ, იტალიაში შედგა და წყვილმა მისთვის განსაკუთრებული დღე მოიწყო.
მიუხედავად თემის სენსიტიურობისა კიმის პოსტში რამდენიმე სხვა ბეჭდვის შეცდომასთან ერთად, აღმოჩნდა ერთი ისეთიც, რომელმაც ფაქტობრივად ყველა გაანაწყენა.
ბოჩელის ნაცვლად, რეალითი შოუს ვარსკვლავმა მას ანდრეა ბონელი უწოდა, თუმცა უარყოფითი კომენტარების შემდეგ მალევე ჩაასწორა.
კომენტარებში მომხმარებლებმა მას სიტყვები შეუსწორეს.
"როცა შენს ქორწილში ანდრეა ბოჩელი მღერის და შენ მისი სახელიც კი არ იცი"-აღნიშნა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ირონიით.