ბელა ჰადიდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული ამერიკელი მოდელია, ის 1996 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. მისი მამა მუჰამედ ჰადიდი დეველოპერია, დედა კი იოლანდა ადრეული ასაკიდან სამოდელო საქმიანობაშია ჩართული, როგორც მისი სამივე შვილი, ჯიჯი, ანვარი და ბელა. თავად ბელამ სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო და დღესაც წარმატებით აგრძელებს ინდუსტრიაში მოღვაწეობას, ის თანამშრომლობს უამრავ წამყვან კომპანიასთან და გამოდის ისეთი ბრენდის ჩვენებებზე, როგორებიც არიან Chanel, Mugler, Boss, Versace, Alberta Ferretti, Fendi, Marc Jacobs და სხვა...
წარმოგიდგენთ 5 შემთხვევას, როდესაც ამერიკელმა მოდელმა წითელ ხალიჩაზე გასავლელად წითელი სამოსი შეარჩია.
კაბა: Roberto Cavalli
კაბა: Versace
კაბა: Dior
კაბა: Alexandre Vauthier Couture
კაბა: Dior