27 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომეზი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. თვითიზოლაციაში მყოფმა ვარსკვლავმა პატარა ფოტოსესია მოაწყო. როგორც იცით, სელენამ უკვე რამდენიმე თვეა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Rare Beauty დააარსა და მის პროდუქციას უკვე ათასობით ადამიანი ყიდულობს. შემსრულებელი საქველმოქმედო საქმიანობაშიც იყო ჩართული, გაყიდვების გარკვეული ნაწილი კი კორონავირუსთან საწინააღმდეგოდ საბრძოლველ ორგანიზაციებს ერიცხებოდათ. ამჯერად ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში გამოსაჩენად საკუთარი კოსმეტიკური ხაზის კოსმეტიკა გამოიყენა. სელენამ ინსტაგრამზე პოსტს მსგავსი აღწერა გაუკეთა: "დღეს მაკიაჟი გავიკეთე, მამამ შეამჩნია და მკითხა ასე რატომ გამოვიყურებოდი, შემდეგ დაუსტვინა და გაიარა."