33 წლის რუსი მოდელი ირინა შეიკი პაპარაცებმა ნიუ-იორკში, დედასთან ოლგა შეიხლისლამოვასთან და მეგობარ მამაკაცთან ვიტო შნაბელთან ერთად შენიშნეს. მოდელმა კომფორტული სტილი მოირგო და შავ სპორტულ შარვალს, ვარდისფერი ჰუდი და LAMARQUE-ის £560-ის ღირებულების puffer jacket შეუხამა. უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წყვილის ურთიერთობა მალე სერიოზულ ეტაპზე გადავა. შეგახსენებთ, რომ ვიტო და ირინა პირველად პაპარაცებმა ორი დღის წინ შენიშნეს, ურთიერთობის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არცერთს არ გაუკეთებია.