ბოლო დღეებში, ანჯელინა ჯოლი Maleficent: Mistress of Evil-ის პრემიერებიდან გამომდინარე ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ, ოჯახი როგორც იქნა სასიამოვნოდ ატარებს დროს. ამჯერად, 44 წლის მსახიობი ქალიშვილებთან - 14 წლის ზაჰარასა და 13 წლის შაილოსთან ერთად რომში გამოჩნდა.
ვარსკვლავურმა ტრიომ საღამოსთვის შავი ტანისამოსი შეარჩია, რომელშიც ანჯელინა განსაკუთრებულად ბრწყინავდა, თუმცა უარყოფითი კომენტარების სამიზნე მაინც გახდა.
Daily Mail-ის ცნობილ გამოცემაში, გამომწერები აღნიშნავენ, რომ ეს მუდმივად მუქი ფერის სამოსი ოჯახის დეპრესიულ განწყობაზე მიუთითებს.
ყურადღება გაამახვილეს ასევე მის ასაკზეც, მიუხედავად იმისა რომ ჯოლის გულშემატკივრებისთვის ეს საკმაოდ გასაოცარი ფაქტია, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ის "საშინლად ბერდება".
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ერთ-ერთმა გამომწერმა ჯოლი კარდაშიანების ოჯახსაც შეადარა და დაადანაშაულა საკუთარი შვილების პიარისთვის გამოყენებაში.