როდესაც საქმე საახალწლო დღესასწაულებსა და ღონისძიებებს ეხება კარდაშიანებისა და ჯენერების კლანი ამ მნიშვნელოვან დღეებს ყოველთვის ექსტრავაგანგულად ხვდება. ოჯახის წევრები უკვე ავრცელებენ სოციალურ მედიაში საშობაო ნაძვის ხეებისა და დეკორაციების ფოტოებს, გამონაკლისი არც 23 წლის მოდელი კაილი ჯენერი ყოფილა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა შობის დღესასწაული აღნიშნა. მან გამომწერებს საკუთარი სახლის ფოტოები გაუზიარა, სადაც ის ვანელტინოს წითელი კაბით Hidden Hills-ში არსებულ საკუთარ სახლში პოზირებს.