არიანა გრანდე მანჩესტერის ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტებს საახალწლო სურვილებს უსრულებს, £100-იანი ვაუჩერების სახით. როგორც ბავშვების მშობლები აცხადებენ ვაუჩერზე არ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისგან იყო გაგზავნილი საახალწლო საჩუქარი. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ მანჩესტერ არენაზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარ ინციდენტს მოგვიანებით ტერორისტული აქტი უწოდეს.