ალბათ თითქმის ყველას ახსოვს პერიოდი, როდესაც Forbes-მა რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კაილი ჯენერი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა. თუმცა რამდენიმე თვის წინ მას ეს სტატუსი დაკარგა. კაილის შემოსავლების უმეტესი ნაწილი სახის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ბრენდიდან Kylie Cosmetics აქვს, რომლიდანაც მან გასულ წელს კომპანიის წილი, კონკრეტულად კი 51% Coty-ის 600 მილიონ დოლარად გაყიდა. როგორც Forbes აცხადებდა, ვარსკვლავის მონაცემებით მისმა ბრენდმა 2018 წელს $360 მილიონის მოგება ნახა, რაც განახლებული მონაცემებით სინამდვილეში მხოლოდ $125 მილიონი აღმოჩნდა. კაილის დოკუმენტების გაყალბებასა და თაღლითობაში დაადანაშაულეს, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა.
სკანდალური წლის შემდეგ 2020 წელი ახალგაზრდა მილიარდერისთვის წარმატებული აღმოჩნდა, ის ფორბსმა ამა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ($590) სელებრითად დაასახელა. სიაში რეალითი შოუს ვარსკვლავის შემდეგ მეორე ადგილი რეპერმა ქანიე უესტმა დაიკავა.