შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ამერიკელ მოდელს ჯიჯი ჰადიდსა და მის მეგობარ ბიჭს ზეინ მალიკს ქალიშვილი შეეძინათ, ვარსკვლავური წყვილი მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გამო საზოგადოებას სიახლეს ნაკლებად უზიარებდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯიჯიმ კომენტარიც გააკეთა: „ძალიან ბევრ ადამიანს უკვირს, თუ რატომ არ გიზიარებთ სიახლეებს ეტაპობრივად. ჩემი ორსულობის პერიოდი გლობალურ პანდემიას დაემთხვა. ვფიქრობ, მსოფლიოში იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე ეს ჩემი ორსულობაა. მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რაც მთავარია, უსაფრთხოდ. მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის და დადებითი კომენტარებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ვკითხულობ. ვაფასებ თქვენს ენერგიასა და შემართებას. ყველანი ძალიან მიყვარხართ“.
ამერიკელი მოდელი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი მომავალი შვილის მამასთან ერთად გატარებული წლებით ბედნიერია. ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია 2015 წელს დაიწყო, გასული წლების განმავლობაში წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა, შემდეგ კი კვლავ შერიგდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მშობლები თავდაპირველად ერთმანეთს კარიერული წინსვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე შეხვდნენ. ჯიჯი ჰადიდის პროფესიული დებიუტი 2014 წელს შედგა, ფართო საზოგადოებამ კი 2016 წელს გაიცნო, როდესაც ბრიტანეთის მოდის საბჭომ ის წლის საერთაშორისო მოდელად დაასახელა. მისი მომავალი შვილის მამა, ზეინ მალიკი მაყურებელმა პირველად 2010 წელს ბრიტანულ მუსიკალურ კონკურს X Factor-ში იხილა, ამის შემდეგ კი მისი კარიერული საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ჯგუფი − One Direction ჩამოყალიბდა, რომელიც ზეინმა მოგვიანებით, 2015 წელს დატოვა. შემსრულებელი სწორედ ამ პერიოდში სოლოკარიერის წამოწყებაზე მუშაობდა. ჯიჯი და ზეინი სწორედ ამ პერიოდში გადაადგილდებოდნენ ერთსა და იმავე ქალაქებში − ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში, ჰყავდათ საერთო მეგობრები, ესწრებოდნენ მსგავს ღონისძიებებს, ამიტომ ერთმანეთთან შეხვედრა ხშირად უწევდათ. მას შემდეგ, რაც წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად გაასაჯაროვა, ხშირად სარგებლობენ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული ვარსკვლავური წყვილის სახელით. რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯიჯის და ზეინის ურთიერთობაში ოჯახის ახალი წევრი გაჩნდა.