ჟიზელ ბიუნდჰენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც მისი არაჩვეულებრივი სხეულის ფორმების და განსხვავებული სილამაზის გამო უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს. 40 წლის სუპერმოდელი მის ფორმებს ინარჩუნებს და ამისთვის აქტიურად ვარჯიშობს. ახლახანს კი მან ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ფანებს იმედები ნამდვილად არ გაუცრუა.
სუპერმოდელი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ახალ ფოტოში ის ულამაზესი სანაპიროს ფონზე მწვანე საცურაო კოსტუმით პოზირებს.