29 წლის მოდელი ემილი რატაკოვსკი მის პირველ შვილს მეუღლისგან, სებასტიან ბეარ მაქკლარდისგან ელოდება. ვარსკვლავი განსაკუთრებით აქტიური სწორედ ფეხმძიმობის დროს გახდა, ის ახლა ხშირად აქვეყნებს ფოტოებს სოციალურ ქსელში და პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდება. მან გამონაკლისი არც ამჯერად დაუშვა, როდესაც ლოს-ანჯელესში მეგობრებთან ერთად გამოჩნდა.
მოდელმა არჩევანი კომფორტულ და ამავდროულად სპორტულ სამოსზე შეაჩერა. მას თეთრი ფერის ე.წ. Hoodie ეცვა, რომელსაც ამავე ფერის სპორტული, ფართე შარვალი და New Balance-ის კედები შეუხამა.