31 წლის მსახიობი და ახალი სერიალის, Emily In Paris-ის ვარსკვლავი ლილი კოლინსი პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება, თუმცა სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მან ჯერ კიდევ სექტემბერში გაუმხილა მის გამომწერებს, რომ ის და მისი მეგობარი მამაკაცი, ჩარლი მაქდოუელი დაინიშნენ. ახლახანს კი მსახიობმა გამონაკლისი დაუშვა, როდესაც კალიფორნიის ქუჩებში გამოჩნდა. წყაროს ცნობით ის მის საქმროსთან ერთად იმყოფებოდა.
ლილიმ არჩევანი კომფორტულ სამოსზე შეაჩერა. მას ჯინსის შარვალი ეცვა, რომელსაც წითელი ფერის მაისური თეთრ კედებთან ერთად შეუხამა.