მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი რუსი მოდელი 34 წლის ირინა შეიკი ქალიშვილთან პატარა ლეასთან ერთად პაპარაცებმა გასულ დღეს ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. ვარსკვლავურმა დედა-შვილმა მაშინვე მიიქცია ფოტოგრაფების ყურადღება. იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვლავს აქვს გადატვირთული გრაფიკი და კარიერული საქმიანობის პარალელურად თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ქალიშვილთან ერთად ყოფნაში ატარებს, მისი ჩაცმის სტილი ყოველთვის მარტივია და კომფორტული, თუმცა ყოველთვის მოდური და გამორჩეული.
ამჯერად ირინამ turtleneck სტილის შავ ზედას, პიჯაკი, იმავე ფერის შარვალი, კლასიკური ფეხსაცმელები და ბარბერის ჩანთა შეხამა.