მომავლის სტილი და ინტერაქციული ვიდეო თამაში... საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია 6 დეკემბერს ბალენსიაგას უახლეს კოლექციას ვიდეო თამაშით "Afterworld: The Age of Tomorrow" წარადგენს. "ალეგორიულ თავგადასავალში" მაყურებელი იხილავს 2031 წლის გარემოსა და პერსონაჟებს, რომლებიც სხვადასხვა დავალებებს შეასრულებენ, დემნა ინტერაქციული გზით მაყურებელს წარუდგენს მომავალ სამყაროს, თუ როგორი იქნება მოდა ათწლეულის შემდეგ.
მუსიკალური ვიდეო კლიპიდან ვიდეო თამაშამდე
დემნა გვასალია ხშირად გამოირჩევა დრამატული ჩვენებებით, რის გამოც უცხოური გამოცემების ყურადღებას ყოველთვის იქცევს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქართველმა დიზაინერმა Balenciaga-ს 2021 წლის პრე-კოლექცია წარადგინა, რომელშიც იგრძნობოდა პოსტ-პანდემიური ხასიათი, მან საკარანტინე ნივთებისა და აქსესუარების რეკონსტრუქციით 59 განსხვავებული ლუქი შექმნა. დემნამ მოდელები პარიზის ბნელ ქუჩებში გამოიყვანა და Corey Hart-ის 1984 წლის ჰიტის Sunglasses At Night-ის ტექნო ქავერის ფონზე (რომელსაც მისი მეორე ნახევარი ლოიკ გომეზი ასრულებს) კიდევ ერთი ორიგინალური კოლექცია წარმოგვიდგინა.
Balenciaga Summer 21 Pre-collection