ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა, თმის ფერი, ეს ის დეტალებია, რომლებიც პიროვნების ხასიათს უსიტყვოდ აღწერს. არ აქვს მნიშვნელობა, ხშირად უყურებთ თუ არა მოდის ჩვენებებს, დაინტერესებული ხართ თუ არა სეზონური ტენდენციებით, საკუთარი გარეგნობა და პირადი იმიჯი თითქმის ყველა ადამიანს განსაკუთრებულად აინტერესებს. მოდა ვითარდება, წლების განმავლობაში თმის ვარცხნილობები იცვლება და იხვეწება, თუმცა მოკლე თმა ყოველთვის აქტუალური და ტრენდულია. ლინდა ევანჯელისტას, კამერონ დიზანისა და ჰოლი ბერის ვარცხნილობები 90-იანი წლებიდან დღესაც ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყარო ხდება.