ცნობილი გამოცემა - Page Six-ი წერს, რომ 70 წლის ანა ვინტური მეუღლეს - შელბი ბრაიანს დაშორდა. თექვსმეტწლიანი ქორწინების დასრულების მიზეზი, სავარაუდოდ, ბევრია, თუმცაღა ინსაიდერების თქმით, ამ ეტაპის დასასრული წყვილის ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როცა გაირკვა, რომ შელბის სახელმწიფოსთან მილიონ ორასი ათასი დოლარი ჰქონდა ვალი.
კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით მაინც არ დასტურდება, თუმცა არსებობს ჭორები იმის შესახებაც, რომ ბრაიანი ყოფილ მეუღლეს - კეტრინ ბრაიანს დაუბრუნდა, რომლის ქმარიც 2015 წელს გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული Vogue-ის რედაქტორისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, პირველი მეუღლის - დევიდ შეფერისგან მას ორი საერთო შვილი ჰყავს - 35 წლის ჩარლი და 33 წლის კეტრინი..