55 წლის მსახიობი, ფილმს Sex And The City-ს ვარსკვლავი, სარა ჯესიკა პარკერი უამრავი ადამიანის სტილის ინსპირაციის წყაროა, რომელიც უკვე წლებია სხვადასხვა გემოვნებიან იმიჯს ირგებს და ხშირად ტრენდებსაც კი ქმნის. მისი გამოჩენა ყოველთვის დასამახსოვრებელია, იმიჯი კი შეუდარებელი და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ნიუ-იოკრში საკუთარი ფეხსაცმლის მაღაზიის დატოვებისას შენიშნეს.
სარას დიდი ზომის, იასამნისფერი, ნაქსოვი კაბა ეცვა, რომელსაც მან ვარდისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი შესანიშნავად გამოიყურებოდა.