ორი დღის წინ ქვეყნიერებას ზეინ მალიკისა და ჯიჯი ჰადიდის ქალიშვილი მოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ჯერჯერობით არ ამხელს მის სახელს, საზოგადოებისთვის ცნობილი ის საჩუქრები გახდა, რომლებითაც ვარსკვლავური მეგობრები პატარა პრინცესას ანებივრებენ.
ჯიჯიმ ინსტაგრამის ე.წ. სთორის ველში ფოტო ატვირთა, რომელზეც დონატელა ვერსაჩე და ტეილორ სვიფტია მონიშნული, რომლებსაც მოდელი "დეიდებად" მოიხსენიებს.