ტელეკომპანია იმედის გადაცემა, Prime Show საქართველოს მასშტაბით მოგზაურიბას აგრძელებს. ისინი რაჭის შემდეგ სვანეთს ესტუმრნენ. გადაცემის წამყვანებმა სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნეს, თუმცა ერთ-ერთი წამყვანის, ანრი ჯოხაძის მიერ გამოქვეყნებული ულამაზესი სვანეთის ფოტოები აუცილებლად შთაბეჭდილების ქვეშ დაგტოვებთ.
ფოტოებიდან ვიგებთ, რომ გადაცემის წამყვანი და მომღერალი, ანრი ჯოხაძე სვანეთში არაჩვეულებრივ დროს ატარებს, მის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა კი სვანეთის ულამაზესი ბუნება კიდევ უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩინა.