23 წლის ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. თვითიზოლაციაში მყოფი ვარსკვლავი საკუთარ ბაღში მწვანე საცურაო კოსტიუმით პოზირებს. შეგახსენებთ, რომ მოდელი გატაცებულია აგროკულტურით, ის დედასთან 56 წლის იოლანდა ჰადიდთან ერთად პენსილვანიაში არსებულ სახლში საკუთარ ფერმას თავად უვლის. როგორც მოდელმა აღნიშნა, ის ამ საქმიანობით დაინტერესებულია და უნდა რომ ბევრის კეთებით უფრო და უფრო მეტი ისწავლოს.