30 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ლუსი ჰეილი პაპარაცებმა ლოს ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. თვითიზოლაციაში მყოფმა ვარსკვლავმა სახლის დატოვება და საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად გასეირნება გადაწყვიტა. ლუსი და პატარა ელვისი ბევერლი ჰილში ხშირად სეირნობენ, მსახიობი ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ივიწყებს და ხშირად მასთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე.