რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი 39 წლის კიმ კარდაშიანი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს და მისი სტილის აიქონს, ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს, CHer-ს იუბილეს ულოცავს, შემსრულებელი გასულ დღეს 74 წლის გახდა. ვარსკვლავებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვთ, შეგახსენებთ, რომ 2017 წელს შერმა კიმს "პატარა სომეხი დაც" კი უწოდა.