როგორც იცით, 25 წლის ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და 27 წლის მომღერალი ზეინ მალიკი პირველ შვილს ელოდებიან. წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება, რამდენიმე დაშორებისა და კვლავ შერიგების შემდეგ ვარსკვლავებმა ერთად ცხოვრება და ბავშვის აღზრდა გადაწყვიტეს. გასულ დღეს მოდელმა Maybelline-თან ერთად ინსტაგრამის ლაივში ბრენდის პროდუქციაზე, მათ გამოყენებასა და დადებით მხარეებზე ისაუბრა, შემდეგ მიმდინარე პერიოდს შეეხო, პირად ცხოვრებაზე რამდენიმე სიტყვით და აღნიშნა, რომ ის და ზეინი ძალიან ბედნიერიები არიან.
ვიდეო