27 წლის ამერიკელი მომღერალი სელენა გომეზი პაპარაცებმა ლონდონის ქუჩებში დააფიქსირეს, ვარსკვლავმა სასტუმროს დატოვების დროს მიიქცია საზოგადოების ყურადღება. სელენას კომფორტული სტილის სამოსი ეცვა, შავ ფერებში, მომღერლის უმაკიაჟო ფოტოები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა მომღერალს კვლავ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.