სამეფო ოჯახი იძულებული გახდა საჯაროდ ეთქვა, რომ დედოფალი ელიზაბეტი ცოცხალია. ალბათ შეუფერებელი ხუმრობაა, თუმცა რამდენიმე მეგობარმა Whatsapp-ის ჯგუფის საშუალებით საუბრის ფოტო გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დედოფალი ელიზაბეტი გულის შეტევით გარდაიცვალა. ფოტო სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა და ხალხი პანიკამ მოიცვა. პაპარაცებმა, როდესაც სამეფო ოჯახის წევრი Windsor-დან ბუკინგემის სასახლეში მიმავალი დააფიქსირეს, საზოგადოება შედარებით დამშვიდდა.