ალბათ გასაკვირია, ისეთი მოკრძალებული კაბა, რომელიც მოცემულ ფოტოებში მეგან მარკლს აცვია როგორ შეიძლება კრიტიკის ობიექტი გამხდარიყო, თუმცა ასეა... სასექსის ჰერცოგინია სამეფო ოჯახღან ერთად ყოველწლიურ Festival of Remembrance-ზე იმყოფებოდა, დედოფალ ელიზაბეტს, ქეით მიდლტონსა და მეგან მუქი შეფერილობის კაბები ეცვათ, თუმცა საზოგადოების კრიტიკა მხოლოდ მეგანმა დაიმსახურა. სოციალურ ქსელში და უცხოური პრესის გამოქვეყნებულ ფოტოებზე უამრავი უარყოფითი შინაარსის კომენტარი დაიწერა, რომ თურმე მეგანი ტრადიციებს პატივს არ სცემს და გამომწვევი კაბით ოჯახთან ერთად ღონისძიებაზე მიდის.
პრინცმა ჰარიმ მის მეუღლესთნ დაკავშირებით ბევრჯერ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისდამი კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, სამეფო ოჯახის წევრები საცხოვრებელი ადგილის დატოვებას და სხვა ქვეყანაში ცხოვრებას გეგმავდნენ არსებული ვითარების გამო. ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია, მეგანს და ჰარის მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.