22 წლის ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი და 29 წლის Starboy-ის შემსრულებელი ერთმანეთს უკვე მეორედ დაშორდნენ. Daily Mail-ის გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ბელასა და აბელის ახლო მეგობარმა განაცხადა, წყვილი სხავადასხვა ადგილას იყო, ისევე როგორც მენტალურად, ასევე ფოზიკურად, ამიტომაც დაშორება ამჯობინეს. წყვილმა ერთმანეთი 2015 წელს Coachella-ზე გაიცნო, თუმცა, მალევე დეკემბერშივე დაშორდა, როს შემდეგაც აბელმა 2017 წელს სელენა გომეზთან დაიწყო ურთიერთობა, რამდენიმე თვეში მასაც დაშორდა და 2018 წლის ივლისში ბელას შეურიგდა და ისევ მასთან გააგრძელა ურთიერთობა.