მარგარეტ ეტვუდის ანტიუტოპიურ წიგნზე შექმნილმა ეკრანიზაციამ მთელი მსოფლიო დაიპყრო. მოქმედებები ტოტალიტარულ სახელმწიფოში მიმდინარეობს, სადაც საზოგადოება ფენებადაა დაყოფილი. მსახიობები იმდენად არიან შეცვლილნი თავიანთი პერსონაჟების მძიმე ცხოვრების გამო, რომ რეალურმა ფოტოებმა შესაძლოა მოულოდნელობის ეფექტი გამოიწვიოს.
ჯუნ ოსბორნი - ელიზაბეტ მოსი
ეს მსახიობი იმდენად შთამბეჭდავად წარმოადგენს თავისი პერსონაჟის ტკივილს და გაბრაზებას, რომ კოლეგებიც კი აღტაცებაში მოჰყავს.
სერენა - ივონ სტრახოვსკი
ეს მკაცრი ქალი კი რეალურ ცხოვრებაში ძალიან მხიარული და პოზიტიურია.
მეთაური ფრედი - ჯოზეფ ფაინსი
ჯოზეფიც თავის სასტიკ პერსონაჟს დამაჯერებლად და ოსტატურად თამაშობს. თავად მსახიობი რეალურ ცხოვრებაში ძალიან მორიდებულია, იშვიათად ესწრება ღონისძიებებს და სოციალურ ქსელებსაც არ აწარმოებს.
დეიდა ლიდია - ენ დაუდი
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერსონაჟის მიმართ სიმპატიით არავინ იმსჭვალება, თავად ენი მას არც ისე საშინლად მიიჩნევს.
ნიკი - მაქს მინგელა
სერიალში გულჩათხრობილი მაქსი ცხოვრებაში საუბრის მოყვარული და მხიარულია. მისთვის ეს როლი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც პერსონაჟის გაანალიზებას დიდხანს ცდილობდა.
ჯანინი - მადლენ ბრიუერი
27 წლის მსახიობმა კარიერა ახლახანს დაიწყო და ამ სერიოზულ როლს ბრწყინვალედ გაუმკლავდა.
მოირა - სამირა უაილი
მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის პერსონაჟთან ბევრი საერთო აქვს. მასაც მოუწია ცხოვრებაში იდენტობის დამალვა და უფლებებისთვის ბრძოლა.
ბეტი - კრისტენ გუტოსკი
კრისტენი 31 წლისაა და უკვე 27 კინო-როლი აქვს.
ემილი - ალექსის ბლედელი
მშვიდი გოგონას როლს საუკეთესოდ შეეფერებოდა ალექსისი, რომელიც არც რეალურადაა ექსტროვერტი. მსახიობი ცნობილია წყნარი ნატურით და დრამატული როლებით.
ალმა - ნინა კირი
სერბი მსახიობი 26 წლისაა.
ლუკი - ო.ტ. ფაგბენლი
მსახიობმა განაცხადა, რომ ელიზაბეტ მოსთან თამაში ძალიან სიამოვნებს და გადასაღებ მოედანზე მასთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.
ნაომი - ევერ კერადაინი
ეს პროფესიონალი და მრავალფეროვანი როლებით გამორჩეული მსახიობი 44 წლისაა.
რიტა - ამანდა ბრიუგელი
საინტერესოა, რომ ამანდას ეტვუდის შემოქმედება ისე შეუყვარდა, რომ ამ ნაწარმოებზე უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა. კასტინგის გამოცხადებამ ძალიან გაახარა და თავი მაშინვე გამოსცადა.