სოციალურ ქსელში უცნობმა ავტორმა კამპანია “1000000 გადარჩენილი სიცოცხლე” - დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ფეისბუქ გვერდი მომხმარებლებს კითხვას უსვამს „გიფიქრიათ ოდესმე ვის შეიძლება ქონდეს გადარჩენილი მილიონი სიცოცხლე?“. კამპანიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში: „მე გადავარჩინე მილიონობით ადამიანი. ექიმი რო არ გავხდი და მართვის მოწმობა რო არ ავიღე იმით. მაღიარეთ!“, „პენიცილინის აღმომჩენს, მაცივრის გამომგონებელს, მექანიზაციის მამებს და შვილებს“, „ერთი ბავშვის გადარჩენა მილიონ სიცოცხლეს უდრის“.