ბოლო პერიოდში, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი იშვიათად ექცევა უცხოური ტაბლოიდების სათავეში, რაც ბუნებრივიცაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კუმირები ოჯახის ახალი წევრის მოლოდინში არიან. თუმცა თუ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია აქტიურად ემზადებიან მშობიარობის დღისთვის, კემბრიჯელი ჰერცოგის ოჯახი უჩვეულო გამოჩენით გვანებივრებს.
უილიამი და ქეითი შვილებთან ერთად ტინდალების ოჯახს გაუწია კამპანიონობა, დაახლოებული ოჯახები ნორფოლკის საცხენოსნო შეჯიბრს ესტუმრნენ.
მათ ოჯახურ გამოჩენაში უჩვეულო ის ფაქტი გახლდათ, რომ პატარები - პრინცესა შარლოტა და პრინცი ჯორჯი უფროსების მხრებზე მოკალათდნენ.
ბავშვებმა, რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება მიიქციეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია პრინცი ჯორჯის ცვლილება, რაც ბუნებრივია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის გასული წლის შემდეგ არ გვინახავს.
ოჯახის ასეთ თავისუფალ და მხიარულ მდგომარეობაში ნახვამ ყველა გაახალისა.