49 წლის ამერიკელი მომღერალი და მოცეკვავე - ჯენიფერ ლოპესი, დაგვეთანხმებით, ყოველწლიურად უფრო და უფრო შესანიშნავ ფორმაში გვევლინება, თუმცა როგორც ჩანს ის მსგავსი გარეგნობით ერთადერთი არ აღმოჩნდა და ამ ფაქტმა რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი აალაპარაკა.
საქმე იმაშია, რომ ინსტაგრამზე სოციალური ქსელის მომხმარებლებმა 37 წლის რუს მსახიობს - ეუგენია ბრიკს მიაკვლიეს, რომლის მსგავსებამ ამერიკელ ვარსკვლავთან ყველა შოკში ჩააგდო.
როგორც თავად ევგენია ამბობს, ამ მსგავსების შესახებ საზოგადოება ხშირად საუბრობს მის ირგვლივაც, თუმცა აღნიშნული ფაქტისთვის დიდი ყურადღება აქამდე არასდროს მიუქცევია.
მიუხედავად ამისა, ლოპესისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, "ის 49 წლისაა, მაგრამ ისე გამოიყურება რომ ასაკის აღარ მეშინია. მას შვილები და სიმპატიური მეგობარი ბიჭი ჰყავს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელიც სთხოვა"-აღნიშნა მან.
მოგვიანებით კი, JLo დაახასიათა როგორც შრომისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანი.