სულ რამდენიმე კვირაში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ახალი მემკვიდრე გაჩნდება, რომელსაც არა მხოლოდ მისი მშობლები - მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, არამედ მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის.
მშობიარობის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა გამოცემის ინტერესი წყვილისადმი უფრო და უფრო იზრდება, ამჯერად მათ შესახებ სტატიას CNN-ი აქვეყნებს და ისეთ საკითხზე გვიამბობს, რომლისთვისაც ყურადღება აქამდე არავის მიუქცევია.
საქმე იმაშია, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ოჯახში დაბადებულ პატარას ბრიტანეთის მოქალაქეობა არ ექნება და მსგავსი რამ სამეფო ოჯახის ისტორიაში პირველად ფიქსირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ მეგან მარკლს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა აქვს, ქვეყნის კანონებიდან გამომდინარე, მისი შვილიც, მიუხედავად ამჟამინდელი საცხოვრებლისა, დაბადებისთანავე ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს.
"ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ამერიკელის ყოფნის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა, შესაბამისად, ამ პრობლემის წინაშე აქამდე არცერთი მათგანი არ მდგარა," -აღნიშნულია სტატიაში.
ამასთანავე, აღნიშნული კანონმდებლობით, მეგან მარკლი ვალდებული იქნება საგადასახადო დეკლარაცია წარადგინოს და ამერიკის შეერთებული შტატებს გარკვეული მოსაკრებლებიც გადაუხადოს.