6 აპრილს ცნობილი ამერიკელი დიზაინერის მარკ ჯეიკობსის ქორწილში, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა ბევრი ცნობილი სახე იყო მიწვეული. მათ შორის გამოჩნდა ულამაზესი დედა-შვილი ქეით მოსი და 16 წლის ლილა.
სტუმრების უმრავლესობას Marc jacobs-ის სამოსი ჰქონდა მორგებული, ხოლო დედა-შვილმა არჩევანი ბრენდ Janice Wainwright-ის სამოსზე გააკეთა. ქეითი გრძელი საღამოს კაბით იწონებდა თავს, ხოლო გოგონა-მოკლე სექსუალური კაბით.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა ლილა უკვე მოთხოვნადი მოდელია და დედის კვალს წარმატებით მიჰყვება. მან 14 წლის ასაკში დედასთან ერთად Vogue-ს ყდა დაამშვენა.