მშობიარობა ყველა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტია. ამ დროს ყველასთვის ნაცნობია მათი უცნაური სურვილები და მოთხოვნები, თუმცა როგორც სჩანს, ვარსკვლავების შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. ვნახოთ რომელი ცნობილი ლამაზმანი იყო ამ დროს ყველაზე მომთხოვნი:
ბიონსე
დეკორატიული ექიმის გამოსახულება, არანაირი კამერები და მომარაგებული საკვები
სანამ ტყუპები დაიბადებოდნენ, ჯეიზიმ სამშობიაროში გრძელი მოთხოვნების სია გაგზავნა. თავდაპირველად ექიმების ორი ჯგუფი და დეკორატიული გამოსახულებები მოითხოვეს, პაპარაცების დასაბნევად. საავადმყოფოში ყველა სათვალთვალო კამერა უნდა ჩამოეხსნათ და პალატაში საკვების დიდი მარაგი უნდა შეევსოთ, რათა ვარსკვლავს სხვებისთვის საკვების თხოვნა აღარ დასჭირვებოდა.
ქეით მიდლტონი
სამეფო ოჯახის სამზარეულოს მომსახურე პერსონალის გაგიჟება
მომავალი ბრიტანელი პრინცისა და პრინცესას დედას ორსულობისას ყველაფერს უსრულებდნენ. თუმცა, ყველაზე მეტად სამზარეულოს მომსახურე პერსონალი იჩაგრებოდა: მათ ჰერცოგინია მუდმივად უცხო რამეებს თხოვდა, როგორებიცაა ჟოლოთი გაჯერებული ნაყინი, მოცვის მაფინი, კექსები თუ ბისკვიტი.
მერაია ქერი
საკუთარი სიმღერის მოსმენა
ცნობილი მომღერალი ტყუპებზე ორსულობისას მხოლოდ და მხოლოდ ხილს ჭამდა, რათა მშობიარობის შემდეგ წონა ადვილად დაეკლო. მისი უმთავრესი მოთხოვნა იყო, რომ ბაშვების გაჩენისას მერაია ქერის სიმღერა ჩაერთოთ, რათა შვილებს პირველ რიგში მისი შემოქმედება მოესმინათ.
კიმ კარდაშიანი
დამონებული ასისტენტი
კიმის ასისტენტს მუდამ სკამის ტარება ჰქონდა ნაბრძანები, რათა ვარსკვლავი მაშინ დამჯდარიყო, როცა მოისურვებდა. სკამთან ერთად, მას ბოტასებიც მუდამ თან უნდა ჰქონოდა, რათა კიმს ნებისმიერ დროს შეძლებოდა ფეხსაცმლის გამოცვლა. ასევე, პირადი მზარეული დაიქირავა, რათა მუდამ ჯანსაღად ეკვება და წონაში საგრძნობლად არ მოემატა.
ანჯელინა ჯოლი
ტირილი, ბუზღუნი
როცა კაპრიზებსა და მოთხოვნებს ვერ უკმაყოფილებდნენ, ანჯელინა ტირილსა და წუწუნს მიმართავდა. ლანჩისთვის ახლადდაჭერილ თევზს ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ის სამშობიაროს მენიუში არ იყო.
პრინცესა დაიანა
კიბეებზე ჩაგორება
4 თვის ორსული პრინცესა კიბეებზე ძალით დაგორდა, რადგანაც მისი თქმით, ვერ აიძულა ქმარს მისი მოთხოვნები მოესმინა.
მადონა
საპირფარეშოს დასაფენი და არანაირი კონდიციონერი
სანამ ამშობიარებდნენ ლოდინი მოუწია, რის დროსაც მაკდონალდსის კარტოფილს ითხოვდა. პალატაში მისვლამდე კი მომსახურე პერსონალს საპირფარეშოს დასაფენები უნდა გამოეცვალა, 12 თეთრი ვარდი და სანთლები უნდა დაეხვედრებინათ, რადგანაც თვლიდა, რომ ასე მის შვილებს თვალი არ ეცემოდათ. ვოკალისთვის კი კონდიციონერის ჩართვა აკრძალა, სანამ დროს იქ გაატარებდა.
ჯენიფერ ლოპესი
სპეციფიკური მოთხოვნები
სამშობიაროსთვის მოთხოვნილ ჯენიფერის სიაში გრეიფრუტში მოთავსებული ლიტვური სანთლები, ცაცხვის ყვავილები, თეთრი ვარდები და ლილიები იყო. ოთახის ტემპერატურა დაბალანსებულად 26 გრადუსი უნდა ყოფილიყო.