გასული წლის დეკმბერში მსოფლიოს ვარსკვლავური წყვილების სიას პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასიც შეემატნენ. ცოლ-ქმარი, რომელმაც რამდენიმე ქორწილის ცერემონია გადაიხადა და ორი თაფლობისთვითაც გაინებივრა თავი, როგორც ჩანს, დაუბრუნდნენ საკუთარი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რასაც ჩოპრას ბოლო ინტერვიუც მოწმობს.
36 წლის მსახიობი ჯიმი ფელონის შოუში გამოჩნდა და დაქორწინებული ადამიანის ცხოვრების სტილზე ისაუბრა.
მან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც გაამხილა, რომელიც ათი წლით უმცროს მეუღლესთან აკავშირებს.
მსახიობი ქმრის გვარზე გადავიდა და ახლა ის ოფიციალურად პრიანკა ჩოპრა ჯონასია, რასაც მისთვის ემოციური დატვირთვა აქვს.
"მე ყოველთვის მინდოდა მისი გვარი ჩემი სახელის გასწვრივ დაწერილიყო, რადგან ვგრძნობ როგორ ვხდებით ერთი ოჯახი და თანაც მე ცოტათი ტრადიციულიც ვარ. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ საკუთარ იდენტობას ვკარგავ, არამედ უბრალოდ მისას ვამატებ ჩემსას" - აღნიშნა მან.