პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ წლებია არ კარგავს პოპულარობას. ის საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია. რონალდუ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ხოლო ჩემპიონთა ლიგა მას 5-ჯერ აქვს მოგებული.
გუშინ რონალდუ 34 წლის გახდა. ყველა ელოდებოდა, რომ ის გრანდიოზულ დაბადების დღეს გადაიხდიდა, თუმცა მან ნიშვნელოვანი დღე ოჯახურ გარემოში მეუღლესთან და შვილებთან ერთად აღნიშნა.
იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ოთხი შვილის მამაა. რონალდუს საყვარელი ქალისგან ჯორჯინა როდრიგესისგან გოგონა, სახელად ალანა მარტინა ჰყავს. აღსანიშნავია რომ ფეხბურთელს სუროგატი დედებისგან ჰყავს ვაჟი კრიშტიანუ და ტყუპები ევა და მატეუ.