არსებობს სერიალი,რომელიც მსოფლიოს ყველა ქალისთვის ძალიან საყვარელი სერიალია. ეს არის - "სექსი დიდ ქალაქში", სერიალი მოდაზე, ლამაზად ჩაცმულ ქალებზე, მათ სიყვარულისა და კარიერის აწყობილ და დანგრეულ ისტორიებზე.
სერიალის პირველი ეპიზოდი 1998 წლის ივნისში გამოვიდა და მას შემდეგ ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. 6 სეზონის ამოწურვის შემდეგ კი საყვარელ პერსონაჟებს მონატრებულმა მაყურებლებმა ისინი კიდევ ორჯერ უკვე კინოთეატრებში იხილეს. მეორე და „უკანასკნელი“ ფილმის გამოშვების შემდეგ 9 წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე სერიალის ფანები სულმოუთქმელად ელოდნენ ფილმის ან სერიალის გაგრძელებას.
სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ზემოთხსენებული სერიალის გმირი Carry Bradshaw დაბრუნდება ტელეეკრანებზე, მართალია ცოტა ხნით მაგრამ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ბევრჯერ გავრცელებულა და ქერის ფანებს არაერთხელ გაცრუებიათ იმედები, ამჯერად ყველაფერი სერიოზულადაა. ამაში კი სარა ჯესიკა პარკერის მიერ გამოყვეყნებული პოსტი გვარწმუნებს.
სარა ჯესიკა პარკერის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა ვიდეო, რომელსაც მან შემდეგნაირი კომენტარი დაურთო: „ჩემი ძველი მეგობარი. ის დროებით დაბრუნდება.განსაკუთრებული პარტნიორობისა და საქმის მხარდასაჭერად,რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის ასეთი ძვირფასია. და ეს ყველაფერი არ არის.“ - წერს მსახიობი.
მისი დადებული პოსტიდან გამომდინარე, ჭორები , რომლებიც უკვე არაერთხელ გავრცელებულა, პირველად დადასტურდა.53 წლის ,ყველასათვის საყვარელი მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი კიდევ ერთხელ ითამაშებს სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“. თუმცაღა სერიალის გამოშვების თარიღსა და სხვა დანარჩენი მსახიობების მონაწილეობაზე ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ.