აგვისტოს თვე განსაკუთრებული აღმოჩნდა ვენსან კასელისა და ტინა კუნაკისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს დიდი ხნის რომანი ქორწილით დაეგვირგვინებინათ. ცერემონია საფრანგეთში, წყვილის ოჯახებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში შედგა და მათი რომანტიკული კადრები გამოქვეყნებისთანავე აღმოჩნდა ტაბლოიდების სათავეში.
ტინამ, რომელიც 21 წლის ფრანგი მოდელი გახლავთ, გუშინ, კიდევ ერთხელ გაიხსენა წლის ყველაზე დასამახსოვრებელი დღე და ინსტაგრამის გამომწერებს რამდენიმე აქამდე უცნობი კადრი გაუზიარა.
როგორც ტინას მიერ გაზიარებული ვიდეოდან ჩანს, ცერემონიას ფრანგი მსახიობი - ჯერემი კაპონეც ესწრებოდა.
რამდენიმე კადრში კი, ტინას მამა - რობინ კუნაკიც ფიგურირებს.